ეს კატეგორია მოიცავს კვლევისა და შეფასების ძირითადი მეთოდოლოგიების, ინსტრუმენტებისა და პრაქტიკული მიდგომების შესწავლას. იგი განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია მონაცემების შეგროვებით, ანალიზითა და გამოყენებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კატეგორია ფარავს თემებს, როგორებიცაა ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები, შედეგების შეფასება, პროგრამების ეფექტიანობის ანალიზი და სხვ. აღნიშნული კურსები იდეალურია მკვლევრებისთვის, ანალიტიკოსებისთვის და მენეჯმენტისთვის, რომლებიც მუშაობენ პროექტების ან პროგრამების გავლენის შეფასებაზე.

კურსი შექმნილია რეგულირების ზეგავლენის შეფასების შესახებ. აღნიშნული ტრენინგი ეფუძნება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის 35 დადგენილებას,„რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“. ტრენინგი მსმენელს საშუალებას აძლევს გაეცნოს, რეგულირების ზეგავლენის შეფასების პრინციპებს, მის
საფეხურებს და იმ ინფორმაციას, რომელიც მოცემული უნდა იყოს
რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში.

ტრენინგი მსმენელს გააცნობს პოლიტიკის ფორმირების პროცესში ზეგავლენის იდენტიფიცირებისა და შეფასების პრინციპებს. ტრენინგის მონაწილე ასევე გაეცნობა იმ კვლევით მეთოდებს, რომლებიც განსაკუთრებით გამოსადეგია ანალიზისას. ტრენინგის
ბოლოს, მსმენელები გაეცნობიან რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ხარისხის შეფასების პრინციპებსა და მეთოდოლოგიას, რომლითაც ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

ტრენინგი შედგება 11 მოდულისგან. თითოეულ მოდულის მსვლელობისას და მის ბოლოს მოცემულია ცოდნის შეფასების ტესტური შეკითხვები. ეს შეკითხვები ქულებით არ ფასდება და ემსახურება მსმენელის მიერ მასალის უკეთ ათვისებას. ტრენინგის ბოლო ეტაპი მოიცავს საბოლოო ტესტურ შეფასებას, რის საფუძველზეც მსმენელები მიიღებენ კურსის გავლის სერტიფიკატს.

ტესტური შეფასება მომზადებულია სამი სფეროს გარშემო:

  1. ეკონომიკა,
  2. სოციალური პოლიტიკა და
  3. გარემოს დაცვა

მსმენელს ექნება საშუალება წინასწარ აირჩიოს მისთვის საინტერესო სფერო.